X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მზია გიორგობიანმა იმერეთში მეწარმეებთან შეხვედრაზე საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაზე -“ჭკვიანი სპეციალიზაცია“ ისაუბრა

1 ივნისი 2022

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ  და პროექტის კოორდინატორებმა  მეწარმეებთან შეხვედრაზე  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაზე -“ჭკვიანი სპეციალიზაცია“ ისაუბრეს.

საქართველო ერთ-ერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანას შორის, რომელმაც გამოთქვა ინტერესი ჭკვიანი სპეციალიზაციის ნოვატორული მიდგომის გამოყენების მიმართ და პროექტის განსახორციელებლად იმერეთი შეირჩა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ჭკვიანი სპეციალიზაციისა და სამეწარმეო აღმოჩენის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროგრამის ფარგლებში მომზადდა შესაბამისი ანგარიში „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ (S3) კარტირება საქართველოში - იმერეთის რეგიონის ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალი.

ჭკვიანი სპეციალიზაციის (S3) კონცეფციამ, რომელიც შემუშავებულია კვლევებისა და ინოვაციური ინვესტიციების უფრო ქმედითი ზეგავლენისთვის ქვეყნების თუ მათი რეგიონების ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, დიდი ინტერესი გამოიწვია ევროკავშირის და მისი კოჰეზიის პოლიტიკის ფარგლებს გარეთაც.